Skip to main content

როგორი უნდა იყოს მამაკაცის სტილი?

ძლიერი, სპორტული, დამოუკიდებელი, უზრუნველყოფილი - ასეთია XXI საუკუნის მამაკაცი. ის გამუდმებით ხვეწს საკუთარ თავს, სამყაროში სიახლეებს ელტვის, ერთგულია თავისი საქმის, იცის, რა უნდა და აღწევს კიდეც საწადელს. შეუძლებელია ასეთი კაცის, მისი სტილისა და ქარიზმის შეუმჩნევლობა. ის გარდერობსაც თავად ქმნის და უმცირეს დეტალებსაც კი ითვალისწინებს. როგორ უნდა გამოიყურებოდეს მამაკაცი მოდურად 2018 წელს?
როგორი იქნება კლასიკური მოდა?

ჟანრის კლასიკაა ტილოს შარვალი და პიჯაკი. შარვლის ფერი შეიძლება პიჯაკისგან განსხვავდებოდეს. დაამშვენებდა კოპლებიანი ან ზოლებიანი პერანგი. შესაძლებელია შარვალი მაღალწელიანი იყოს. ასეთი მოდელების აუცილებელი ელემენტი ნიანგის ან გველის ტყავის შეფერილობის ქამარია. აუცილებელი აქსესუარია მოკლე სახელურიანი ან მხარზე გადასაკიდი ჩანთა.


უზრუნველყოფილი მამაკაცების მოდა


ასაკთან ერთად მამაკაცის გემოვნებაც იცვლება, ცხოვრებისეული გამოცდილება და მიღწევები მამაკაცის გარდერობს უფრო თავშეკავებულს ხდის. ამ ასაკში დრო რჩება გატაცებებისა და მოგზაურობისთვის.
ცხოვრების ამ ეტაპზე კაცები ყურადღებით ეკიდებიან გარეგნობას, ვარჯიშობენ. მათ გარდერობში უნდა იყოს ხარისხიანი, უნივერსალური, საქმიანი და ყოველდღიური ტანსაცმელი. 50 წლის მამაკაცების მოდას გარკვეულად სიახლის ნოტები შეაქვს ყოველდღიურ და საქმიან სამოსში.

დიზაინერები თავიანთ კლიენტებს სთავაზობენ კლასიკური თარგის პერანგებს, ინგლისური სტილის პიჯაკებს -იდაყვზე ნატის ან ველვეტის ქსოვილის საკერებლით და, რა თქმა უნდა, ჯინსებს.

50 წლის მამაკაცების გარდერობის აუცილებელი ელემენტი უნდა იყოს ლურჯი კლასიკური ჯინსი. გეომეტრიული ზოლების ჯემპრები და კარდიგანები შემოდგომით გაათბობენ.

ლაბადაც კლასიკის მუდმივი ელემენტია. ის შესანიშნავად ავსებს უზრუნველყოფილი მამაკაცის იმიჯს.

ზაფხულის გარდერობი გულისხმობს მოხერხებულ შარვლებს, შორტებს, პერანგებს მოკლე სახელოებით, ჩალის შლაპებსა და რასაკვირველია, სათვალეს

Comments

Popular posts from this blog

რა არის მოდა?

მოდა – ეს ხელოვნების ის დარგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. მოდა ის კი არ არის, რაც ყველას აცვია, მოდა ისაა რაც გიხდება. ეს ფრაზა ზედმეტად გაცვეთილია, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი. ყველა ჩვენგანი ინდივიდია, ბევრს გვაქვს საკუთარი ხედვა, რა თქმა უნდა ყოველთვის არის მიბაძვა და იშვიათია რადიკალურად სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანები, მაგრამ მიუხედავად ამისა უნდა ვეცადოთ, ჩვენში ინდივიდუალიზმი ვიპოვოთ და ხელი შევუწყოთ მის გაღვივებას. გახსოვდეთ, რომ მოდა თამაშივითაა სადაც წესები სეზონურად იცვლება და თუ გიყვარს მოდა, ვალდებული ხარ მას აუწყო ფეხი. მოდა, მოდა, მოდა... ეს სიტყვა გვესმის ყოველდღე, მიუხედავად ამისა არასოდეს გვბეზრდება მასზე საუბარი. რატომ? იმიტომ რომ მოდის უმთავრესი კომპონენტი ცვლილებებსა და სიახლეებს ეხება. რა არის მოდა? ვინ ქმნის მოდას? ვინ ახდენს დიდ ზეგავლენას ამ სფეროში ჩვენზე? მოდა ჩვენს ხასიათზე საუბრობს, ჩვენს განწყობაზე.. მოდის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის განხსვავდება, ზოგისთვის მოდა ის არის რაც მოსწონს, ან რაშიც თავს კომფორტულ

20_ე საუკუნის 80_იანი წლების მოდა

20_ე საუკუნის 60_იანი წლების მოდა

ლეგენდარული წლები მსოფლიო მოდის ისტორიაში- თავისუფალი და გამომხატველი. ახალ სტილს კი ახალი ვარცხნილობები ესაჭიროებოდა და ამ ჯერად პირველი ადგილი ლონდონურმა ვარცხნილობებმა დაიკავა, რითაც პარიზს აჯობა და მეორე "პლანზე" გადაწია. სწორედ ამ პერიოდში გავიდა კინოთეატრებში ფილმი "ბაბეტა მიდის ომში", სადაც მთავარი როლი  Brigitte Bardo t-მა შეასრულა და სწორედ ამ ფილმში განსახიერებული გმირის ვარცხნილობა- მოკლე "ნაჩოსიანი" (აბიომით აწეული) გახდა მთელს მსოფლიოში პოპულარული. აქსესუარებში კი პოპულარულობით სარგებლობდა დიდი მძივები და დიდი სათვალეები, რომელიც მთელი სახის ნახევარს ფარავდა.