Skip to main content

3 აუცილებელი ატრიბუტი მამაკაცის გარდერობში

ჯემპრი

ყველა მამაკაცის გარდერობში უნდა იყოს რამდენიმე ნეიტრალური ფერის v–ს ფორმის ყველიანი ჯემპრი, რომლის შიგნითაც პერანგსაც ჩაიცვამთ და მაისურსაც.ნეიტრალური ფერის ამ სტილის ჯემპრის კომბინირება მთელ დანარჩენ გარდერობთან შეგიძლიათ. შავი ფერი მაინც ყველაზე მომგებიანია.

ყოველდღიური პიჯაკი
ყოველდღიური პიჯაკი შეიძლება უფრო არაფორმალური თარგის იყოს, ვიდრე ოფიციალური პიჯაკი. თუმცა სასურველი ისიც კარგად იყოს ტანზე მომდგარი. იდეალურია, თუ ეს პიჯაკი მუქი ყავისფერი იქნება. ეს საუკეთესო ფერია იმისათვის, რომ ნებისმიერ სხვა სამოსს შეუხამოთ. ყოველდღიური პიჯაკი ნებისმიერი შემთხვევისთვის გამოგადგებათ. თან თქვენს იმიჯს სერიოზულობას და მამაკაცურობას შემატებს.
კლასიკური ჯინსი


მუქი ლურჯი ან მუქი ნაცრისფერი ჯინსი მამაკაცის გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს. არ არის საჭირო გამორჩეული სილუეტი და თარგი. ჯინსი ტანზე იდეალურად უნდა იჯდეს, როგორც თქვენი სხეულის განუყოფელი ნაწილი. და რა თქმა უნდა, მიაქციეთ ყურადღება სიგრძეს. ის ზუსტად თქვენი უნდა იყოს. მოკლე ჯინსის ადგილი საბაზო გარდერობში არ არის

Comments

Popular posts from this blog

რა არის მოდა?

მოდა – ეს ხელოვნების ის დარგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. მოდა ის კი არ არის, რაც ყველას აცვია, მოდა ისაა რაც გიხდება. ეს ფრაზა ზედმეტად გაცვეთილია, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი. ყველა ჩვენგანი ინდივიდია, ბევრს გვაქვს საკუთარი ხედვა, რა თქმა უნდა ყოველთვის არის მიბაძვა და იშვიათია რადიკალურად სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანები, მაგრამ მიუხედავად ამისა უნდა ვეცადოთ, ჩვენში ინდივიდუალიზმი ვიპოვოთ და ხელი შევუწყოთ მის გაღვივებას. გახსოვდეთ, რომ მოდა თამაშივითაა სადაც წესები სეზონურად იცვლება და თუ გიყვარს მოდა, ვალდებული ხარ მას აუწყო ფეხი. მოდა, მოდა, მოდა... ეს სიტყვა გვესმის ყოველდღე, მიუხედავად ამისა არასოდეს გვბეზრდება მასზე საუბარი. რატომ? იმიტომ რომ მოდის უმთავრესი კომპონენტი ცვლილებებსა და სიახლეებს ეხება. რა არის მოდა? ვინ ქმნის მოდას? ვინ ახდენს დიდ ზეგავლენას ამ სფეროში ჩვენზე? მოდა ჩვენს ხასიათზე საუბრობს, ჩვენს განწყობაზე.. მოდის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის განხსვავდება, ზოგისთვის მოდა ის არის რაც მოსწონს, ან რაშიც თავს კომფორტულ

20_ე საუკუნის 80_იანი წლების მოდა

20_ე საუკუნის 60_იანი წლების მოდა

ლეგენდარული წლები მსოფლიო მოდის ისტორიაში- თავისუფალი და გამომხატველი. ახალ სტილს კი ახალი ვარცხნილობები ესაჭიროებოდა და ამ ჯერად პირველი ადგილი ლონდონურმა ვარცხნილობებმა დაიკავა, რითაც პარიზს აჯობა და მეორე "პლანზე" გადაწია. სწორედ ამ პერიოდში გავიდა კინოთეატრებში ფილმი "ბაბეტა მიდის ომში", სადაც მთავარი როლი  Brigitte Bardo t-მა შეასრულა და სწორედ ამ ფილმში განსახიერებული გმირის ვარცხნილობა- მოკლე "ნაჩოსიანი" (აბიომით აწეული) გახდა მთელს მსოფლიოში პოპულარული. აქსესუარებში კი პოპულარულობით სარგებლობდა დიდი მძივები და დიდი სათვალეები, რომელიც მთელი სახის ნახევარს ფარავდა.