Skip to main content

მოდის ისტორია

ცნობილია რომ რუსეთის იმპერატრიცა , ელისაბედი დილის ტუატელს 5 საათს ანდომებდა, ერთ წვეულების დროს კი კაბას რამდენჯერ იცვლიდა. 1725 წელს ხანძარმა მისი გარდერობი მთლიანად გაანადგურა., მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ მის განკარგულებაში კვლავ 15 ათასი კაბა და რამდენიმე ათასი ცალი აბრეშუმის წინდა იყო.
 კაპიუშონი ეკლესიის მსახურების გამოგონილია. ისინი მას ჩანთის დანიშნულებიტ იყენებდნენ, საჭირო ნივთებს კაპიუშონსი ილაგებდნენ და ისე მოგზაურობდნენ. იმ ეპოქაში ჯიბე ჯერ კიდევ არ იყო გამოგოებული.
 ჭუჭყიანი სამუშაოს შესასრულებდნენ ხელთათმანებს ჯერ კიდევ ძველ რომში იყენებდნენ. შემდეგ მისი გამოყენება სიცივეშიც დაიწყეს. ის არისტოკრატთა ატრიბუტიკა მას შემდეგ იქცა, რაც მდიდარმა ქალბატონებმა , ხელები რომ არ დასვროდათ მისი გამოყენება ჭამის დროს დაიწყეს. მაშინ ჩანგალი არ არსებობდა და ყველაფერს ხელით მიირთმევდნენ.
 დიდი ფიქრი არ ჭირდება იმის მიხვედრას რატომ გახდა ქურქი მოდური. ბევრ ქვეყანაში ძალიან ცივა , ქურქი განსაკუთრებით აქტუალური ვერსალის აშენების შემდეგ გახდა, რადგან სასახლეში გათბობი სსისტემა არ იყო და იქ ისევეყინავდა , როგორც გარეთ . სასახლის ქალბატონები იძულებული იყვნენ ქურქი ჩაეცვათ
 ე.წ. „ტანკეტკაძირიანი ‘ ფეხსაცმელი შუა საუკუნეებსი გამოჩნდა . წვიმის შემდეგ ქუჩები საშინლად ატალახდებოდა ხოლმე. ტყავისგან ან ქსოვილისგან შეკერილი ფეხსაცმელი რომ არ დასვროდათ, ქვევიდან ხის მთლიან ძირს აჭედებდნენ.
 შუა საუკუნეებში არც ცხელი შხაპი არსებობდა და არც საპირფარეშო. ამიტომ, ძალზე მოსახერხებელი გახლდათ ისეთი ბლუზა,რომელის მხოლოდ წელამდე სწვდებდათ. ტანისამოსი იოლად რომ გარეცხილიყო , ას თხელი ქსოვილისგან ამზადებდნენ,რაც ასევე ფრიად მოსახერხებელი გახლდათ. ამიტომ , ასეთმა ქსოვილმა უცებ მოიკიდა ფეხი.
 კორსეტი შუა საუკუნეების გამოგონება გახლდათ _ ორსულობა ,მოდაში აღარ იყო’’ და ფერმკრთალი , გამხდარი ქალები გაცილებით პოპულარული გახდნენ. კორსეტს ხანდახან იმდენად მჭიდროდ იკრავდნენ , რომ წელი ორჯერ უფრო უწვრილდებოდათ
 რაც შეეხება პიჯაკის სახელოზე დამაგრებულ ღილებს , ეს რუსეთის მეფის , პეტრე პირველის დამსახურება გახლდათ. მან ბრძანა , რომ ჯარისკაცებს მუნდირისთვის სახელოს შინგნითა მხარეს რამდენიმე რილი მჯიკერებინათ, რაც ჯარისკაცებს საშუალებას არ მისცემდა , ჭამის შემდეგ ტუჩები და ცხვირი სახელოთი მოეწმინდათ.

Comments

Popular posts from this blog

რა არის მოდა?

მოდა – ეს ხელოვნების ის დარგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. მოდა ის კი არ არის, რაც ყველას აცვია, მოდა ისაა რაც გიხდება. ეს ფრაზა ზედმეტად გაცვეთილია, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი. ყველა ჩვენგანი ინდივიდია, ბევრს გვაქვს საკუთარი ხედვა, რა თქმა უნდა ყოველთვის არის მიბაძვა და იშვიათია რადიკალურად სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანები, მაგრამ მიუხედავად ამისა უნდა ვეცადოთ, ჩვენში ინდივიდუალიზმი ვიპოვოთ და ხელი შევუწყოთ მის გაღვივებას. გახსოვდეთ, რომ მოდა თამაშივითაა სადაც წესები სეზონურად იცვლება და თუ გიყვარს მოდა, ვალდებული ხარ მას აუწყო ფეხი. მოდა, მოდა, მოდა... ეს სიტყვა გვესმის ყოველდღე, მიუხედავად ამისა არასოდეს გვბეზრდება მასზე საუბარი. რატომ? იმიტომ რომ მოდის უმთავრესი კომპონენტი ცვლილებებსა და სიახლეებს ეხება. რა არის მოდა? ვინ ქმნის მოდას? ვინ ახდენს დიდ ზეგავლენას ამ სფეროში ჩვენზე? მოდა ჩვენს ხასიათზე საუბრობს, ჩვენს განწყობაზე.. მოდის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის განხსვავდება, ზოგისთვის მოდა ის არის რაც მოსწონს, ან რაშიც თავს კომფორტულ

20_ე საუკუნის 80_იანი წლების მოდა

20_ე საუკუნის 60_იანი წლების მოდა

ლეგენდარული წლები მსოფლიო მოდის ისტორიაში- თავისუფალი და გამომხატველი. ახალ სტილს კი ახალი ვარცხნილობები ესაჭიროებოდა და ამ ჯერად პირველი ადგილი ლონდონურმა ვარცხნილობებმა დაიკავა, რითაც პარიზს აჯობა და მეორე "პლანზე" გადაწია. სწორედ ამ პერიოდში გავიდა კინოთეატრებში ფილმი "ბაბეტა მიდის ომში", სადაც მთავარი როლი  Brigitte Bardo t-მა შეასრულა და სწორედ ამ ფილმში განსახიერებული გმირის ვარცხნილობა- მოკლე "ნაჩოსიანი" (აბიომით აწეული) გახდა მთელს მსოფლიოში პოპულარული. აქსესუარებში კი პოპულარულობით სარგებლობდა დიდი მძივები და დიდი სათვალეები, რომელიც მთელი სახის ნახევარს ფარავდა.