Skip to main content

თმის ვარცხნილობების მოდა წლების მიხედვით

60იან წლებში, ქალები იყენებდნენ თმის მოვლის სხვადასხვა საშუალებებს, მაგალითად როგორიცაა თმის დახვევის საშუალებები და სხვადასხვა „სპრეი“. 70იან წლებში კი ჰიპებმა ეს ტენდენცია შეცვალეს და მიმართეს ვარცხნილობის ისეთ სტილს, რომელსაც თმის ხშირი ვარცხნა და დაბანა არ დასჭირდებოდა.

გრძელი და ბუნებრივი ვარცხნილობა

მოდაში იყო გრძელი და სწორი თქმა. გოგონებს, რომელთაც არ ჰქონდათ სწორი თმა, მას ხელოვნურად ისწორებდნენ…იმისათვის, რომ ჰქონოდათ განსხვავებული სტილი და გარეგნობა, იყენებდნენ შუბლზე შემოსაკრავს. მოდური იყო ფერადი შემოსაკრავები.
გრძელი და სწორი თმა
გრძელი და სწორი თმა

ფარას ვარცხნილობა

მაღალ-მოცულობიანი ვარცხნილობა მოდაში შემოვიდა 70იან წლებში და მომდევნო ათწლეულებშიც არ დაუკარგავს პოპულარობა.ეს სტილი პოპულარული გახდა სამსახიობო არენაზე ფარა ფოსეტის გამოჩენის შემდგომ, ფილმში  „ჩარლის ანგელოზები“. ამიტომაც, ამ სტილის ვარცხნილობა სიმბოლურად ფარა-ს სახელს ატარებს.
ფარას სტილის ვარცხნილობა
ფარას სტილის ვარცხნილობა

აფრო-სტილის ვარცხნილობა



ეს სტილი ძირითადად დამახასიათებელი იყო აფრო-ამერიკელებისათვის, რომელთაც ჰქონდათ ძალიან დახვეული და ხუჭუჭი თმა. სანამ ამ ვარცხნილობას იკეთებდნენ, მანამ თმას კარგად იხვევდნენ და ამის შემდგომ მას სხვადასხვა საშუალებებით აძლევდნენ მრგვალ ფორმას. ბევრი შავკანიანი სელებრითი ატარებდა ვარცხნილობის ამგვარ სტილს: ჯექსონი, მარვიან გაი, რიჩარდ პრაიორი, დემონდ უილსონი და სხვა მრავალი.

Comments

Popular posts from this blog

რა არის მოდა?

მოდა – ეს ხელოვნების ის დარგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. მოდა ის კი არ არის, რაც ყველას აცვია, მოდა ისაა რაც გიხდება. ეს ფრაზა ზედმეტად გაცვეთილია, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი. ყველა ჩვენგანი ინდივიდია, ბევრს გვაქვს საკუთარი ხედვა, რა თქმა უნდა ყოველთვის არის მიბაძვა და იშვიათია რადიკალურად სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანები, მაგრამ მიუხედავად ამისა უნდა ვეცადოთ, ჩვენში ინდივიდუალიზმი ვიპოვოთ და ხელი შევუწყოთ მის გაღვივებას. გახსოვდეთ, რომ მოდა თამაშივითაა სადაც წესები სეზონურად იცვლება და თუ გიყვარს მოდა, ვალდებული ხარ მას აუწყო ფეხი. მოდა, მოდა, მოდა... ეს სიტყვა გვესმის ყოველდღე, მიუხედავად ამისა არასოდეს გვბეზრდება მასზე საუბარი. რატომ? იმიტომ რომ მოდის უმთავრესი კომპონენტი ცვლილებებსა და სიახლეებს ეხება. რა არის მოდა? ვინ ქმნის მოდას? ვინ ახდენს დიდ ზეგავლენას ამ სფეროში ჩვენზე? მოდა ჩვენს ხასიათზე საუბრობს, ჩვენს განწყობაზე.. მოდის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის განხსვავდება, ზოგისთვის მოდა ის არის რაც მოსწონს, ან რაშიც თავს კომფორტულ

20_ე საუკუნის 80_იანი წლების მოდა

20_ე საუკუნის 60_იანი წლების მოდა

ლეგენდარული წლები მსოფლიო მოდის ისტორიაში- თავისუფალი და გამომხატველი. ახალ სტილს კი ახალი ვარცხნილობები ესაჭიროებოდა და ამ ჯერად პირველი ადგილი ლონდონურმა ვარცხნილობებმა დაიკავა, რითაც პარიზს აჯობა და მეორე "პლანზე" გადაწია. სწორედ ამ პერიოდში გავიდა კინოთეატრებში ფილმი "ბაბეტა მიდის ომში", სადაც მთავარი როლი  Brigitte Bardo t-მა შეასრულა და სწორედ ამ ფილმში განსახიერებული გმირის ვარცხნილობა- მოკლე "ნაჩოსიანი" (აბიომით აწეული) გახდა მთელს მსოფლიოში პოპულარული. აქსესუარებში კი პოპულარულობით სარგებლობდა დიდი მძივები და დიდი სათვალეები, რომელიც მთელი სახის ნახევარს ფარავდა.