Skip to main content

2020 წლების შემოდგომა/ზამთარი მოდა

2020 წლების შემოდგომა/ზამთარი მოდის სამყარომ უკვე კონტრასტების ეპოქად შეაფასა. ერთის მხრივ, დიზაინერების შთაგონების წყარო ფრანგული ბურჟუაზია გახდა. მეორე მხრივ კი, ჰაერში პანკური სურნელი ტრიალებს, თავისუფალი და მეამბოხე ქალის სილუეტით. ეს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული გავლენა საერთო მახასიათებელში ერთიანდება –  ავანსცენაზე გამოდის თანამედროვე ქალი და არა მიუღწეველი იდეალები!
წარმოგიდგენთ 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის მთავარ ტენდეციებს:
80-იანები
ამ ზამთარს 1980-იანი წლები ბრუნდება ბრჭყვიალა ტანსაცმელი, ზედატანი დიდი ზომის მხრებით და ღამის კლუბის სტილი à la Studio 54. სწორედ ასეთია სენ ლორენი ანტონი ვაკარელოს დიზაინით, ალბერტა ფერეტის და იზაბელ მარანტის კოლექციები
ლაბადა
მიუ მიუს, მარკ ჯეიკობსისა და ჰედი სლიმანის მიერ შემოთავაზებული სტილი ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც სურს, გამოიყურებოდეს თანამედროვედ და ამავე დროს, კლასიკურად. ამ მიზნით, დიზაინერებმა ავანსცენაზე დააბრუნეს ლაბადა – ეფექტური და კომფორტული, როგორც ყოველდღიური მოხმარებისთვის, ასევე საღამოს ჩასაცმელად.
მხრის ბალიშები
ბრუნდება 1980-იანი წლების სტილი. გახადეთ თქვენი მხრები კრეატივის მწვერვალი, ოთხკუთხედი, ვიწრო ან უსაშველოდ დიდი ბალიშებით. სწორედ ამას გვთავაზობენ სენ ლორენი, პარიზული ბრენდი Y/Project და ჟივანში.

Comments

Popular posts from this blog

რა არის მოდა?

მოდა – ეს ხელოვნების ის დარგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. მოდა ის კი არ არის, რაც ყველას აცვია, მოდა ისაა რაც გიხდება. ეს ფრაზა ზედმეტად გაცვეთილია, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი. ყველა ჩვენგანი ინდივიდია, ბევრს გვაქვს საკუთარი ხედვა, რა თქმა უნდა ყოველთვის არის მიბაძვა და იშვიათია რადიკალურად სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანები, მაგრამ მიუხედავად ამისა უნდა ვეცადოთ, ჩვენში ინდივიდუალიზმი ვიპოვოთ და ხელი შევუწყოთ მის გაღვივებას. გახსოვდეთ, რომ მოდა თამაშივითაა სადაც წესები სეზონურად იცვლება და თუ გიყვარს მოდა, ვალდებული ხარ მას აუწყო ფეხი. მოდა, მოდა, მოდა... ეს სიტყვა გვესმის ყოველდღე, მიუხედავად ამისა არასოდეს გვბეზრდება მასზე საუბარი. რატომ? იმიტომ რომ მოდის უმთავრესი კომპონენტი ცვლილებებსა და სიახლეებს ეხება. რა არის მოდა? ვინ ქმნის მოდას? ვინ ახდენს დიდ ზეგავლენას ამ სფეროში ჩვენზე? მოდა ჩვენს ხასიათზე საუბრობს, ჩვენს განწყობაზე.. მოდის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის განხსვავდება, ზოგისთვის მოდა ის არის რაც მოსწონს, ან რაშიც თავს კომფორტულ

20_ე საუკუნის 80_იანი წლების მოდა

20_ე საუკუნის 60_იანი წლების მოდა

ლეგენდარული წლები მსოფლიო მოდის ისტორიაში- თავისუფალი და გამომხატველი. ახალ სტილს კი ახალი ვარცხნილობები ესაჭიროებოდა და ამ ჯერად პირველი ადგილი ლონდონურმა ვარცხნილობებმა დაიკავა, რითაც პარიზს აჯობა და მეორე "პლანზე" გადაწია. სწორედ ამ პერიოდში გავიდა კინოთეატრებში ფილმი "ბაბეტა მიდის ომში", სადაც მთავარი როლი  Brigitte Bardo t-მა შეასრულა და სწორედ ამ ფილმში განსახიერებული გმირის ვარცხნილობა- მოკლე "ნაჩოსიანი" (აბიომით აწეული) გახდა მთელს მსოფლიოში პოპულარული. აქსესუარებში კი პოპულარულობით სარგებლობდა დიდი მძივები და დიდი სათვალეები, რომელიც მთელი სახის ნახევარს ფარავდა.