Skip to main content

20_ე საუკუნის 50_იანი წლების მოდა




ომის გამო საგრძნობლად გაუარესდა სოციალური მდგომარეობა, ცოლი კეთილდღეობის სიმბოლოდ იქცა და კვირაში ერთხელ თუ ახერხებდა "საპარიკმახეროში" სიარულს თმის ვარცხნილობის გასაკეთებლად, სახლის პირობებში კი ყოველდღიურად ახდენდნენ საჭირო რიტუალის ჩატარებას- თმის დავარცხნას, მაკიაჟსა და ფრჩხილების მოვლას და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდგომ მიდიოდა ქალი სამზარეულოში ან რთავდა მტვერსასრუტს სახლის დასალაგებლად. ეს შეეხებოდა იმ ფენას, ვინც კრიზისი განიცადა ფინანსურად, განსაზღვრული ნაწილი კი ჩვეული რითმით განაგრძობდა ცხოვრებას და არ ჩამორჩებოდა მოდის მოვლენებს. ხოლო რაც შეეხება მოვლენებს, 50-იან წლებში ყველაზე თანამედროვე სტილად ითვლებოდა კებები ქვიშის საათის სილუეტის კონტრასტით, რაც ქალის ფორმებს უფრო მრგვალს აჩენდა, წელს ვიწროს და მკერდს კი სავსეს. იმ შემთხვევაში, თუ ქალს ასეთი სილუეტისთვის დამახასიათებელი ფიგურა არ ჰქონდა ბუნებრივად, იგი იყენებდა კორსეტს.

-0:40

Comments

Popular posts from this blog

რა არის მოდა?

მოდა – ეს ხელოვნების ის დარგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. მოდა ის კი არ არის, რაც ყველას აცვია, მოდა ისაა რაც გიხდება. ეს ფრაზა ზედმეტად გაცვეთილია, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი. ყველა ჩვენგანი ინდივიდია, ბევრს გვაქვს საკუთარი ხედვა, რა თქმა უნდა ყოველთვის არის მიბაძვა და იშვიათია რადიკალურად სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანები, მაგრამ მიუხედავად ამისა უნდა ვეცადოთ, ჩვენში ინდივიდუალიზმი ვიპოვოთ და ხელი შევუწყოთ მის გაღვივებას. გახსოვდეთ, რომ მოდა თამაშივითაა სადაც წესები სეზონურად იცვლება და თუ გიყვარს მოდა, ვალდებული ხარ მას აუწყო ფეხი. მოდა, მოდა, მოდა... ეს სიტყვა გვესმის ყოველდღე, მიუხედავად ამისა არასოდეს გვბეზრდება მასზე საუბარი. რატომ? იმიტომ რომ მოდის უმთავრესი კომპონენტი ცვლილებებსა და სიახლეებს ეხება. რა არის მოდა? ვინ ქმნის მოდას? ვინ ახდენს დიდ ზეგავლენას ამ სფეროში ჩვენზე? მოდა ჩვენს ხასიათზე საუბრობს, ჩვენს განწყობაზე.. მოდის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის განხსვავდება, ზოგისთვის მოდა ის არის რაც მოსწონს, ან რაშიც თავს კომფორტულ

20_ე საუკუნის 80_იანი წლების მოდა

20_ე საუკუნის 60_იანი წლების მოდა

ლეგენდარული წლები მსოფლიო მოდის ისტორიაში- თავისუფალი და გამომხატველი. ახალ სტილს კი ახალი ვარცხნილობები ესაჭიროებოდა და ამ ჯერად პირველი ადგილი ლონდონურმა ვარცხნილობებმა დაიკავა, რითაც პარიზს აჯობა და მეორე "პლანზე" გადაწია. სწორედ ამ პერიოდში გავიდა კინოთეატრებში ფილმი "ბაბეტა მიდის ომში", სადაც მთავარი როლი  Brigitte Bardo t-მა შეასრულა და სწორედ ამ ფილმში განსახიერებული გმირის ვარცხნილობა- მოკლე "ნაჩოსიანი" (აბიომით აწეული) გახდა მთელს მსოფლიოში პოპულარული. აქსესუარებში კი პოპულარულობით სარგებლობდა დიდი მძივები და დიდი სათვალეები, რომელიც მთელი სახის ნახევარს ფარავდა.